არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ხმა მივეცი კახა კალაძეს – 2024 წლამდე არჩევნები აღარ გვექნება

ჩვენ 2024 წლამდე აღარ გვექნება არჩევნები, ამიტომ მოქალაქეებს ახლა აქვთ კარგი საშუალება, რომ პოლიტიკური მოსაზრებები დააფიქსირონ საარჩევნო უბნებთან. მე პირადად ხმა მივეცი ამ ქალაქის განვითარებას, თანადგომას, სიკეთეს, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახა კალაძეს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს საერთო ჯამში ამ ქვეყანაში იზეიმებს დემოკრატია და ჩვენი მოსახლეობა ამ არჩევანს შეხვდება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან ხოლმე.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები