არჩევნები 2021

კუჭავა: რა თქმა უნდა, ხმა კახი კალაძეს მივეცი – ალტერნატივა არ ჰყავს

რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კახი კალაძეს, კანდიდატს, რომელსაც ვთვლიდი და ვთვლი კიდევაც, რომ ალტერნატივა არ ჰყავს იმ განხორციელებული პროექტების გათვალისწინებით, რაც ყველამ ნახა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში და ის, თუ რას აპირებს მომავალი 4 წლის განმავლობაში კახი თბილისში. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. დაკონკრეტება დარღვევა არ არის, ჩემს არჩევანზეა საუბარი, არავისთვის არ მომიწოდებია, რა გააკეთოს. ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი, მე არც ვმალავ - ჩემი არჩევანი არის და ვამბობ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ხმის მიცემის შემდეგ. 

კომენტარები