არჩევნები 2021

დეკანოიძე: ჩვენი მერიის კარი ყველა პარტიისთვის ღია იქნება, დაყოფა უნდა დასრულდეს

ჩვენი მერიის კარი ყველა პარტიისთვის ღია იქნება, ვინც ამ ქალაქის სიკეთისთვის იზრუნებს, მართალია, ჩვენ კაბინეტში დასახელებული არ გვყავდა სტრატეგია აღმაშენებლი, მაგრამ მათთანაც გვაქვს კოორდინაცია, გვაქვს კოორდინაცია ლეიბორისტულ პარტიასთან, არ გვქონია კონსულტაციები, მაგრამ პირდაპირი შეხვედრები გვაქვს გახარიას პარტიასთანაც, მათთვისაც კი, მათი წარმომადგენლებითვისაც კი ღიაა ჩვენი კარი. ამ ქალაქის [ქუთაისის] მართვაში უნდა ჩაერთოს ყველა, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პოლიტიკურ წარმომავლობას.

ხელისუფლებისთვის საქართველო დაყოფილია. ეს ზიზღი, აგრესია და დაყოფა უნდა დასრულდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას კოალიცია დაასრულებს. თვითმართველობის ბურჯი ქალაქების შექმნით დაიწყება დემოკრატიის შეუქცევადობა.

ამბობს ენმ-ს დეპუტატი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.

კომენტარები