არჩევნები 2021

მელია: ზუგდიდში მიმავალ ჩვენს მეგობარს მანქანა გააჩერებინეს და იარაღი ჩაუდეს

ენმ-ს ლიდერისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდისკენ მიმავალ მათ მეგობარს, რომელმაც თავის სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები, მანქანა გააჩერებინეს, ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და 1 საათია მისი ადგილმდებარეობა არ იციან. როგორც ირკვევა, ეს ადამიანი ზუგდიდის ციხის ყოფილ უფროსი, ამირან ჯანაშიაა.

"მე მჯერა, რომ ვერაფერი წინ ვერ დაგვიდგება, ვერანაირი უსამართლობა და ვერანაირი იარაღის ჩადება.

ერთი საათის წინ ჩვენს მეგობარს, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალს, სენაკისა და აბაშის გზაგასაყარზე მანქანა გააჩერებინეს და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, დაახლოებით, ერთი საათია, იმასაც კი ვერ ვიგებთ, სად არის ეს ადამიანი. ეს ის ადამიანია, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ სოფელში 500 ხმის სხვაობით მოიგო არჩევნები ოლიგარქის წინააღმდეგ, ეს არის უსამართლო ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს", - ამბობს მელია.

კომენტარები