მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ნაცვლიშვილი ღარიბაშვილზე: სახელმწიფოებრივად, მისი მოსაზრება არის საშიში სირეგვენე

სამართლებრივი თვალსაზრისით ეს მოსაზრება არის აბსოლოტური ტყუილი, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს არის საშიში სირეგვენე, რაც მორიგ ჯერზე გამოამჟღავნა პრემიერმა და პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის სრული თვით-ლუსტრაცია, რადგან ეს აჩვენებს, რომ პროცესს, რომელსაც სამართლებრივი იეარსახე აქვს სინამდვილეში საფუძვლად არ უდევს სამართლიანი და  სამართლებრივი საფუძველი, არამედ ეს არის პოლიტიკური ოპონენტის მიმართ რევანში და მისი განეიტრალებისთვის სახელმწიფო რესურსის გამოყენება. 

ასე გამოეხმაურა ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც გუშინ, იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები