არჩევნები 2021

"მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით" – ევროპული საქართველოს პერფორმანსი კანცელარიასთან

ტაბულა

ევროპულმა საქართველომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართა და მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა აქციაზე ბუშტები მიიტანეს წარწერით "მოდი არჩევნებზე, აღარ მოეკიდო გაგებით", აქციის დასასრულს მონაწილეებმა ბუშტები გაუშვეს.

"ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ჩვენი, ევროპული საქართველოს პოზიცია არის მკაფიო – ხვალ გვაქვს შანსი, რომ შევამციროთ ის უზარმაზარი საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის ჩვენს ქვეყანას. იმ უფსკრულის პირიდან, სადაც მიგვიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, ცოტა უკან გამოვიწიოთ.

[...] ხვალ არ ხდება ერთი მთავრობის მეორით ჩანაცვლება, ხვალ არ ვაძლევთ ხმას იმას, ვინც გვმართავს შემდეგი პერიოდის განმავლობაში. ხვალ ხდება ამ რეჟიმის ჩარჩოში მოქცევა და დაძვრა იმ პროცესის, რომ მოხდეს მისი შემდგომში ჩანაცვლება ვადამდელი არჩევნებით, თან ისე, რომ არავის ხელში ერთპიროვნული ძალაუფლება არ იყოს". – თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აქციაზე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები