არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე, მთავარმა არხმა კვლევით კომპანია IPSOS-გლობალის ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. გამოკითხვა იმ ხუთ ქალაქში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღემატება - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.
ხუთივე ქალაქში კითხვა ასე იყო ფორმულირებული - მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
თბილისი:
- ნიკა მელია - 48.4%
- კახა კალაძე - 51,6%
ზუგდიდი:
- ანზორ მელია - 54.7%
- მამუკა წოწერია - 45.3%
რუსთავი:
- დავით კირკიტაძე - 53.1%
- ნინო ლაცაბიძე - 46.9%
ქუთაისი:
- ხატია დეკანოიძე - 51.7%
- იოსებ ხახალეიშვილი - 48.3%
ბათუმი:
- გიორგი კირთაძე - 51.3%
- არჩილ ჩიქოვანი - 48.7%
კვლევა IPSOS-გლობალმა მთავარი არხის დაკვეთით ჩაატარა. 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 2 600 რესპონდენტი. შედეგები ემყარება ყველა გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.