არჩევნები 2021

სააკაშვილი მეგრელებს: თქვენ იქნებით ის, ვინც გაათავისუფლებს ქვეყანას და მეც

როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე. ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჰაერი ჯადოსნურად ლურჯი ტობა-ვარჩხილისა, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი [...] ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიის და ლეგენდარული რუხის ციხის. ჰაერი იმ მხარის, რომელის ყოველი კუთხე ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი, თავისუფლების ეს ჰგაერი ჩემი ციხის დაბურულ ფანჯარაშიც აღწევს. ის მოქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან.

ყოველთვის მაიცებდა ამ მხარის, უძველესი კოლხეთის და მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე და უკვე მერამდენედ, საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება. იცით ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია? ეს თავისუფლების ჰაერია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მთავრობას მცდელობა მხედრიონის ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში, პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ზუგდიდში, ოპოზიციის წარდგენისას წაიკითხეს.

კომენტარები