არჩევნები 2021

წულუკიანი: ერთ მხარეს არის ძალა, რომელიც მიწების დაკარგვას ზეიმობდა, მეორე მხარეს ჩვენ ვართ

მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი - ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი პატარა გოგო, რომ არა ბედის უკუღმართობა და მასავით პატარა გოგოები და ბიჭები უკვე საუბედუროდ არის ასეულობით ათასობით ქვეყანაში დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან, რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთში, სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ. შაბათს, მე მოვუწოდებ ყველა დედას, არჩევნებზე მივიდეთ, ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ამ ბავშვებს დავუტოვოთ ჩვენი საბრძოლველი ბრძოლები. შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა. შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოში, მეორე მხარეს ვართ ჩვენ. 

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ქართული ოცნების აქციაზე გამოსვლისას.

კომენტარები