მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი ივანიშვილს: გამბედაობა რომ გქონდეს, მიტინგზე გამიყვანდი და გამიმართავდი დებატებს

მივმართავ ივანიშვილს – ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა.

შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე.

ასე მიმართავს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. დღეს, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია იმართება.

კომენტარები