არჩევნები 2021

ტიკარაძე: სკოლებში უფასო კვებაზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სკოლებში უფასო კვების საკითხზე სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდიც (Unicef) იქნება ჩართული.

მინისტრი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე უკვე ორი წელია მუშაობენ.

"ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია". - ამბობს ტიკარაძე bm.ge-სთან მიცემულ კომენტარში. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურამდე ორი კვირით ადრე დედაქალაქის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, რომელზეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო დაპირებაა გამოსახული – "უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში". 

ტაბულას ენმ-ში განუმარტეს, რომ გეგმა დედაქალაქის საჯარო სკოლების აბსოლუტურად ყველა მოსწავლეზეა გათვლილი, მიუხედავად მათი სასკოლო ასაკის, სოციალური სტატუსისა და ეკონომიკური მდგომარეობისა. 

კომენტარები