ვაქცინაცია

ტიკარაძე: სავალდებულო აცრას მოჰყვება ნეგატიური პროცესები, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს

სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომლებიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ეთანხმება თუ არა სავალდებულო ვაქცინაციას ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო.

კომენტარები