კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირებული 9 ბავშვი და მოზარდი გარდაიცვალა

საერთო ინფიცირებაში, ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით, 15%-ია ინფიცირებული მოზარდების. 103 927 18-წლამდე ბავშვი და მოზარდი არის ინფიცირებული, აქედან 6 979 დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და, სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება. 

ამბობს დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 698 944 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 639 564 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 831. 18-წლამდე ადამიანებს, თანმხლები მძიმე დაავადების შემთხვევაში, Pfizer-ით აცრა შეუძლიათ. 

კომენტარები