მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ექიმი: არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში

Interpressnews.ge

დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო, თუმცა, არ იცის როდის შეიძლება დამძიმდეს მდგომარეობა. 

ექიმის თქმით, ექსპრეზიდენტი უარს აცხადებს გლდანის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც იყო გუშინ. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე არაუშავს. პასუხები სავსებით ნორმალური არ არის, მაგრამ თუ ავიღებთ თავის შიმშილობასთან კონტექსტში.

შიმშილობას აგრძელებს. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის საავადმყოფოში. ამ წუთში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, თუმცა ათ წუთში რა იქნება, არ ვიცი". - ამბობს ყიფშიძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები