მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: ომბუდსმენი ენმ-ის აქტივისტად აქციეს, არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი ნაციონალურმა მოძრაობამ თავის აქტივისტად აქცია, რაც აჩვენებს იმას, რომ მისთვის არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება.

"რეკომენდაცია მივიღეთ, რომ მიზანშეწონილი იყო, სახალხო დამცველის აპარატი დაგვეთმო ოპოზიციისთვის და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი მიუკერძოებელი განცხადებები ეკეთებინა, სახალხო დამცველი აქციეს რიგით ნაცმოძრაობის აქტივისტად, ეს ძალიან ცუდია - აჩვენებს იმას, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება ნაცნომძრაობისთვის". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე, ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები