მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრეგაძე: ლომჯარიას დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, №18 დაწესებულებაში რეანიმატოლოგი არის

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა და №18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი "ამ ეტაპზე" არის, – "ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა  ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებშ". – ამბობს რატი ბრეგაძე.

გუშინ, 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ასევე, ლომჯარიას თქმით, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები