სუდანი

სუდანის სამხედრო ძალებმა მთავრობა დაშალეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

დემონსტრანტებმა ხართუმში პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს
AFP

სუდანის სამხედრო ძალებმა გადარმავალი მთავრობა დაშალეს, პოლიტიკური ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გენერალმა აბდელ ფატა ბურჰანი, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების გაერთიანებულ საბჭოს წევრია მომხდარში მხარეებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა დაასახელა. 

სატელევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება, ამბიციებმა და ძალადობის წახალისებამ აიძულა, ემოქმედა და დაეცვა ქვეყანა და "რევოლუციის კურსი გაესწორებინა". გენერლის თქმით, სუდანი დარჩებოდა საერთაშორისო შეთანხმების ერთგული და გადავიდოდა სამოქალაქო მმართველობაზე 2023 წელის ივლისში დაგეგმილი არჩევნებით.

დაკავებულ ლიდერებს შორის არის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი. ის შინა პატიმრობაშია. აბდოკთან ერთად დააკავეს მისი კაბინეტის რამდენიმე წევრი და სხვა სამოქალაქო ლიდერები. ინფორმაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, დაკავებულები უცნობ ლოკაციაზე არიან და სამხედროები პრემიერმინისტრისგან სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერას ითხოვდნენ.

დედაქალაქ ხართუმში საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. ვრცელდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და სროლის ცნობები. თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია.

თვითმხილველთა თქმით, გათიშულია ინტერნეტი და ქალაქში მობილიზებულია შეიარაღებული დაჯგუფებები. ხართუმის აეროპორტი დახურულია და საერთაშორისო ფრენები გაუქმებულია.

სუდანის და სამხრეთ სუდანში დიდი ბრიტანეთის საგანგებო წარმომადგენლის რობერ ფეარვეზერის თქმით სამოქალაქო ლიდერების დაკავება "რევოლუციის, გარდამავალი პერიოდის და სუდანელი ხალხის ღალატია". ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს აშშ-მ, გაერომ, ევროკავშირმა და არაბულმა ლიგამ.

კომენტარები