სუდანი

აშშ სამოქალაქო ომში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სუდანს ახალ სანქციებს უწესებს

სუდანის შეიარაღებული ძალების სამხედროები
AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 მაისს განაცხადა, რომ ამერიკა ახალ სანქციებს დაუწესებს სუდანს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გასულ წელს მიმდინარე სამოქალაქო ომში მთავრობამ სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

"2025 წლის 24 აპრილს აშშ-მ 1991 წლის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და ომის აღმოფხვრის აქტის (CWC) ფარგლებში დაადგინა, რომ 2024 წელს სუდანის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა." - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

სახდეპის სპიკერის, ტემი ბრიუსის თქმით, 6 ივნისიდან სუდანში აშშ-ს ექსპორტი აიკრძალება და საფინანსო სესხებზე შეზღუდვები დაწესდება.

"აშშ მოუწოდებს სუდანის მთავრობას, შეწყვიტოს ყოველგვარი ქიმიური იარაღის გამოყენება და CWC-ის ფარგლებში აღასრულონ საკუთარი ვალდებულება." - წერია განცხადებაში.

ორი წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 150 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. დაპირისპირება სამთავრობო არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლამ გამოიწვია. ბოლო პერიოდში სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აღიდგინა დედაქალაქ ხარტუმზე, თუმცა ქვეყნის სხვა ნაწილებში ძლიერი დაპირისპირება გრძელდება.

კომენტარები