მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკია

სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არის მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი რისკი. იმის გარდა, რომ პროფილი და ადგილი არ იმსახურებს ნდობას, ხელისუფლება პირდაპირ მიდის მძიმე შედეგებამდე. ესმით ეს, მიზანმინართულად აკეთებენ. დაუშვებელია მსგავსი მიდგომა. ყველას საზრუნავია არ დაუშვას სახელმწიფომ ეს რისკი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ქუთაისში, ხატია დეკანოიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ და გლდანის მე-18 დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

კომენტარები