მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის სამინისტრო ე.წ. იმიტირებულ ბუნტზე: გენერალური ინსპექცია გვარამიას გაესაუბრება

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უწყების გენერალური ინსპექცია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან, ნიკა გვარამიასთან ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, გასაუბრებას გეგმავს. 

"2021 წლის 24 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექცია ნიკა გვარამიას გაესაუბრება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 24 ოქტომბერს გაესაუბრება". - წერია განცხადებაში. 

სამინისტროს განცხადებას გვარამია Facebook-ზე გამოეხმაურა. 

"რომ მოვიცლი, გაგესაუბრებით". - წერს ის. 

ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება "პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი" და იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი. 

კომენტარები