არჩევნები 2021

ღარიბაშვილი არჩევნებზე: რამე არაკანონიერი რომ გვსურდეს, ჩვენს ხელშია, მაგრამ არ ვკადრულობთ

სააკაშვილის დროს არჩევნებს აყალბებდნენ და ათასობით ბიულეტენს ყრიდნენ პირდაპირ საარჩევნო ყუთებში. თქვენ რომ გაყალბებაზე საუბრობთ, ეს დიდი უხერხულობაა და დიდი სირცხვილია. ორი მაგალითი დავასახელე გუშინ - ცაგერი და ბაღდათი. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში. 

ჩვენ რომ რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ჩვენ ვართ ნამდვილი დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები