მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დავით ბაქრაძე მივიდა

დავით ბაქრაძე  
TV პირველი

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ პირველ რიგში, სააკაშვილთან ადამიანური თანაგრძნობის გამოსახატად მივიდა.

"როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შეიძლება არ მაწუხებდეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი შიმშილობს. როგორც ქვეყნის მოქალაქე, არ შეიძლება არ ვგრძნობდე პასუხიმგებლობას, რომ პროცესები აღარ განვითარდეს 90-იანი წლების მიმართულებით, როცა პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედიამ და საზოგადოების გახლეჩვამ ისეთ უფსკრულში შეგვიყვანა მთელი ქვეყანა, რომ დღემდე ვერ გამოვედით იქიდან. ამიტომ მე აქ ვარ ჩემი ადამიანური თანაგრძნობის დასაფიქსირებლადაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე აქ ვარ პოლიტიკური პასუხიმგებლობის მქონე ადამიანი".- ამბობს დავით ბაქრაძე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები