არჩევნები 2021

ჯაფარიძე: კალაძის ბანერები რომ შეცვალეს და აღარ იღიმის, ესეც ნიშნავს, რომ პრობლემები აქვთ

რაღაც გიჟური დაპირებების სროლა რომ დაიწყეს [ქართულმა ოცნებამ],  კალაძის ბანერები რომ გამოცვალეს, გაკრეჭილი თმით, სერიოზული სახით, აღარ იღიმის - ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ პრობლემები აქვთ. ეშინიათ მარცხის, ერთ ადგილას მარცხიც კი მათთვის ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოეფშვნებათ თავზე. ინდიკატორია, რომ თვითონ არიან შეშინებულები. 

რაც შეეხება განწყობას, ერთი თვის წინ რომ დავდიოდი და ადამიანებს ვხვდებობი და ახლა რომ ვხვდები, იმედი და რწმენა გაჩნდა ადამიანებში. ამ ერთობას რომ ხედავენ, გვეუბნებიან ამას პირდაპირ, რომ აფასებენ, ჩვენ შევძელით რაღაცებზე გადაგვებიჯებინა და ერთად დავმდგარიყავით. ამ ერთობამ შეიძლება შეძლოს იმ სისტემის დამარცხება, რომელიც დგას სუს-ზე, მოსმენებზე, შანტაჟზე, თოფიან ხალხზე და ფულზე, რომელსაც გადასახადის გადამხდელებს გვახდევინებენ, ან ვალებს იღებენ, რომელიც მომავალში ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ. 

ამბობს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები