არჩევნები 2021

კალაძე: როგორ წარმოგიდგენიათ, დებატებში დავჯდე ადამიანთან, ვინც პირველი დებატებისას გაიქცა

როგორ წარმოგიდგენიათ, დებატებში დავჯდე ადამიანთან, რომელიც პირველი დებატებისას გაიქცა. შეურაცხყოფა მიაყენა სტუდიაში მყოფ ყველა კანდიდატს. მე ეს გადაწყვეტილება მივიღე კანდიდატების პატივსაცემად და ჩემი მოვალეობაც არის ხომ, კანდიდატი ვარ და ვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე წარვსდგე ჩემი საარჩევნო პროგრამით და გავმართო ჯანსაღი პოლემიკა და დებატები იმ კანდიდატებთან, რომლებსაც თავი ჰქონდათ დაყენებული მერობის კანდიდატზე. დაახლოებით 16 კანდიდატი ვიყავით და ყველას პატივისცემის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყყველასთან დავდგებოდი და ეს ასეც უნდა იყოს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე ხდება.

და ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს იქ მყოფ ადამიანებს, შემოიფარგლება სიძულვილის ენით და გარბის, პირველი არხის მიკროფონებიც წაიღო და არ დატოვა, იმ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არანაირი ხედვა არ გააჩნია, არანაირი მოსაზრება არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რა სჭირდება ქალაქს, რა დებატებზეა საუბარი?!

დედაქალაქის მოქმედი მერი და ოცნების მერობის კანდიდატი, კახა კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში. კალაძემ ენმ-ს თავჯდომარის მიერ შეთავაზებულ დებატებზე 19 ოქტომბერს უარი თქვა.

კომენტარები