არჩევნები 2021

ბოკერია: ეს რეჟიმი გვაშორებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისა

ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ეს სურათი, რომ ჩვენ ასეთი რეჟიმი გვყავს, რომელიც ასე იქცევა, არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, არამედ, ზოგადად მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. ეს რეჟიმი გვაშორებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისა, ასუსტებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ჩვენი ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ ტრადიციას.

სტრასბურგში ევროპარალემტრტის სესიაზე ყოფნისას გვქონდა ჩვენ შანსი, რომ გვესაუბრა თითქმის ყველა იმ ადამიანთან, ვინც ადევნებს თვალ-ყურს საქართველოს ამბავს და ვისი პოზიციებიც ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მხადამჭერია, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, მთლიანად საქართველოსი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პრაგმატულად და მორალურად, იქ გვაქვს ჩვენ დიდი საფრთხე. სანამ ეს რეჟიმი გვყავს, ყველა დღე ასუსტებს საქართველოს პოზიციებს ამ ისტორიული ამოცანის შესრულებასთან მიმართებაში. ეს უნდა გვესმოდეს კარგად.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები