მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია პრემიერზე: სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს – ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას შეურაცხყოფს

თავი რომ დავანებოთ ოპონენტების დემონიზებასა და სიძულვილის თესვას, ვერც კი ხვდებიან, უკვე მერამდენედ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ ფაშიზმის, კაცობრიობის ისტორიაში სტალინიზმ-კომუნიზმთან ერთად ყველაზე დიდი ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას. 

სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამხელა ბოროტებას ადარებ შენს ადგილობრივ ოპონენტს, ეს ნიშნავს, რომ იმათ ხსოვნას პატივს არ სცემ, გაუფასურებას ახდენ ნებისმიერი ტრაგედიის. ეს იყო უზარმაზარი ტრაგედია, მილიონობით ადამიანი, რომელიც შეეწირა ამ ბოროტებას, არის შეურაცხყოფილი პოლიტიკური არარაობების მიერ ამ თემის ასე უტიფრად გამოყენებით.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა

კომენტარები