მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: FAKE ჰიტლერია, ყველაფერში ბაძავს

შედარება მინდა გავაკეთო. ერთის მხრივ პარადოქსულია და არარელევანტური შეიძლება იყოს შედარება სააკაშვილის ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს და გამოდის ფეიკ ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მან დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენარი დადგა ციხეში ამ საცოდავმა კაცმა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეთხოვა ძალაუფლების დაბრუნება და ხალხს რომ დაეჯერებინა. ჩვენ მაშტაბებში დაახლოებით იგივეა. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 22-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები