არჩევნები 2021

ჯაფარიძე ღარიბაშვილზე: ძალიან ახლოს არიან მარცხთან, არსენალში ზიზღის ფრქვევა დარჩათ

შეშინებულები არიან და მეტი არაფერი დარჩათ. კოშკების დაპირების არავის აღარ სჯერა. როგორც ჩანს, მათ შორის, შიდა კვლევებით ხედავენ, რომ ძალიან, ძალიან ახლოს არიან მარცხთან და რაც დარჩათ არსებალში არის ის, რასაც აკეთებენ 9 წლის განმავლობაში - ისევ ზიზღის ფრქვევით არიან დაკავებული. მე არ მჯერა, რომ ამან იმუშავოს. როგორც ჩანს, მათი კვლევები არჩვენებს, რომ მათი ელექტორატის მობილიზების ერთადერთი ფაქტორი ისევ ზიზღია.

ამბობს მთავართან ინტერვიუში გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პრემიერმინისტრზე, ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. დღეს, 22 თებერვალს ღარიბაშვილმა თქვა, რომ  "ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს". ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი".

კომენტარები