არჩევნები 2021

მელია ღარიბაშვილზე: რაც უფრო ხშირად ისაუბრებს, უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში შეგვეხიდება

მე არ ვაპირებ ქართული ოცნების დამარცხებას, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას. ბევრ რამეს ცდილობენ, მაგრამ ვინ დაუჯერებს ქართულ ოცნებას?! მათ რისი თქმა უნდათ, რომ არჩევითობას აზრი არ აქვს? არსად არასოდეს არ შეიძლება, ოპოზიციამ გაიმარჯვოს? სულ ჩვენ უნდა ვიყოთო? მე მირჩევნია, საზოგადოებას ვესაუბრო, რომელიც კარგად არის საქმის კურსში და იცის, რომ ცვლილებებს გამარჯვება სჭირდება. 

ბატონი ღარიბაშვილი იმასაც ამბობს, დღეს სენაკში ჩავიდა - კობა ნაყოფიას გამარჯვება როგორ შეიძლება, მას სენაკში სახლი არ აქვსო. რაც უფრო მეტად გამოჩნდება ბატონი ღარიბაშვილი, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს, ჩვენ უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებაში გაგვიწევს დახმარებას და შეგვეხიდება.

ასე პასუხობს ფორმულასთან ინტერვიუში ენმ-ის თავმჯდომარე და ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს, რომ "ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს". ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ "მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი".

კომენტარები