მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პრემიერი: რაფაელ გლუკსმანს მიეხედა სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი

ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე, და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი, გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით ჭკუას გვარიგებს.

ჩემი პოზიცია იყო, რომ, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მათი მოწოდება, მე ვეკითხები ხალხს - უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარზე. სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი რაფაელ გლუკსმანი იმ წერილის ხელმომწერია, რომლითაც საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები და სამოქალაქო პირები ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს მიმართავენ. წერილში ნათქვამია, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეტანილი სარჩელის გათვალისწინებით და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს დემოკრატიის გამოყვანის უზრუნველყოფისთვის, უნდა შეჩერდეს სააკაშვილის პატიმრობა, მანამ სანამ ის მის წინააღმდეგ წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისთვის არ წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე".

კომენტარები