მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"შეჩერდეს სააკაშვილის პატიმრობა, სანამ არ იქნება სამართლიანი სასამართლო" – საერთო წერილი

საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები და სამოქალაქო პირები ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს წერილით მიმართავენ:

"თქვენო უმაღლესობავ,

2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, რომლის საფუძველზეც  უნდა შექმნილიყო დასავლური ტიპის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ქართველი ხალხისათვის სასურველი პოლიტიკური ინტეგრაცია. თითქმის 20 წლის შემდეგ მარტივია იმ წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის დავიწყება. ჯერ კიდევ ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. 2012 წელს ამომრჩევლებმა გადაწყვიტეს ახალი მმართველი პარტიისთვის მიეცათ შანსი, რათა გაეტარებინა საჭირო სასამართლო რეფორმები და დასავლეთისკენ ინტეგრაციისთვის შეეწყო ხელი. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონში ახალი პრეცედენტის შექმნაში: მან ჩაატარა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგად მან დათმო თავისი ძალაუფლება და ახალ ხელისუფლებას გადააბარა მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით.

2021 წლის პირველ ოქტომბერს, პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა და მაშინვე დაიჭირეს, რათა მოიხადოს პატიმრობა, რომელიც დაუსწრებლად მიუსაჯეს. ცნობილია, რომ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული. სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ათობით ყოფილ თანამდებობის პირს შორის, რომლებიც მათმა მონაცვლეებმა გაასამართლეს და განაჩენი გამოუტანეს. განაჩენის მიუხედავად, ბრალდებები არასდროს ყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული და ის არავის დაუკავებია და არ მომხდარა საქართველოში მისი ექსტრადიცია. ის აგრძელებდა საზღვარგარეთ მუშაობას და მოგზაურობას, რადგან ცნობილი იყო, რომ ეს ბრალდებები პოლიტიკური დევნის ჩამოყალიბებული მოდელის ნაწილი იყო. 

ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის დაკავება, მხოლოდ აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომლის წინაშეცაა საქართველო მრავალწლიანი პოლარიზაციის შემდეგ, რაც რეზულტატია მედიის გაკონტროლების მცდელობების; დაშინებებისა და თვალთვალის ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე, აქტივისტებსა და უცხოელ დიპლომატებზეც კი. 

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმის აღძვრასა და საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრებას, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც საქართველოში აუარესებს ექსტრემალური პოლარიზაციის ციკლს, რაც ეროვნული პრიორიტეტებისთვის პოლიტიკური ძალების გაერთიანებას შეუძლებელს ხდის. ექსტრემალური პოლიტიკური პოლარიზაცია ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუციებს, რომლებიც საქართველოს საარსებო საფრთხეებისგან მთავარი მცველია. ვიცით ამ სქემას სადამდე მივყავართ. ახლა დუმილის არჩევანი არ გვაქვს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეტანილი სარჩელის გათვალისწინებით და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოს დემოკრატიის გამოყვანის უზრუნველყოფისთვის, უნდა შეჩერდეს სააკაშვილის პატიმრობა, მანამ სანამ ის მის წინააღმდეგ წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისთვის არ წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა, საჭიროა, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტების ჩართვა პროცესში, რათა ხელი შეეწყოს პროცესებთან დაკავშირებული დაძაბულობის დაწყნარებას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ერა საქართველოში საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს ნათლად იყო გაწერილი ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ მოლაპარაკებულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით დატოვა ქართულმა ოცნებამ. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციაზე განახლებულ შეთანხმებას, რომლის მიზანია, საქართველოში კრიზისის დასრულება და იმ კურსის აღდგენა, რომლის ხილვაც ქართველ ხალხს სურს". - ვკითხულობთ საერთო წერილში.

 

წერილს ხელს აწერენ:

  • ვლადის ზალტერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი
  • ვიქტორ იუშჩენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
  • კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
  • ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
  • იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ევროპარლამენტარი
  • ანტონი ლუგეტკო რიშარდი, ევროპარლამენტარი
  • რაფაელე ფიტო, ევროპარლამენტარი
  • ელჟბიეტა რაფალსკა, ევროპარლამენტარი
  • კარლო ფიდანზა, ევროპარლამენტარი
  • ვიტოლდ იან ვასშიკოვსკი, ევროპარლამენტარი
  • ვლადისლავ ილჩიჩი, ევროპარლამენტარი
  • ელჟბიეტა კრუკი, ევროპარლამენტარი
  • დაკე მელბარდე, ევროპარლამენტარი
  • რობერტს ზილე, ევროპარლამენტარი
  • ბეატა მაზურეკი, ევროპარლამენტარი
  • ჩარლი ვეიმერსი, ევროპარლამენტარი
  • სერჯიო ბერლატო, ევროპარლამენტარი
  • ადამ ბიელანი, ევროპარლამენტარი
  • ბოდგან ჟონცა, ევროპარლამენტარი
  • რაფაელე სტანკანელი, ევროპარლამენტარი
  • დომინიკ ტარზინსკი, ევროპარლამენტარი
  • ჰერმან ტერტში, ევროპარლამენტარი
  • ვერონიკა ვერცინოვა, ევროპარლამენტარი
  • ანა ზალევსკა, ევროპარლამენტარი
  • კოსმა ზლოტოვსკი, ევროპარლამენტარი
  • პატრიკ ტომაშ იაკი, ევროპარლამენტარი
  • ზბიგნიევ კუძმიუკი, ევროპარლამენტარი
  • რასა იუნკევიჩიენე, ევროპარლამენტარი
  • რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტარი
  • პროფესორი რაიმუნდას ლოპატა - მომავლის კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმი
  • იონა იარუტისი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საბჭოს სპიკერის მოადგილე
  • ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე
  • ლაურინას კასჩიუნასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ეროვნული უსაფრთხების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ლაიმა ლიუცია ანდრიკინე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ევროპული ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • არმინას ლიდეკა, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ევროპული ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ალგირდას ბუტკევიჩიუსი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  • ვალენტინას ბუკაუსკასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრირების და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტარი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმი
  • ლუკას სავიცკასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • რომუალდას ვაიტკუსი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ანდრიუს ვიშნიაუსკასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • რიმანტე შალაშევიჩიუტე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ლაიმა ნაგიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ალგირდას სისასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • კესტუტის ვილკაუსკასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ემანუელის ზინგერის, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ალგირდას სტონჩაიტის, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ვალდემარეს ვალკიუნასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ტომას ტომილინასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • სილვა ლენგვინიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • რიმა ბაშკიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ლინას იონასკასი, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ედიტა რუდელიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • ვილია თარგამაძე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • კესტუტის მასიულის, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • რიტა ტამაშუნიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • პაულე კუზმიცკიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის წევრი
  • მიხალ კამინსკი, პოლონეთის სენატის სპიკერის მოადგილე
  • პაველ ფიშერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო ურთიერთობების, უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
  • ერიკ კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
  • ვიტის იურკონისი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის ლექტორი
  • მარიუს ლაურინავიჩიუსი, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ლიტვიდან
  • ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელი
  • დანიელ ჰამილტონი, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი
  • ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასი, შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
  • გაბრიელა ჰაბსბურგი, გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი
  • ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რუსეთის სახალხო თავისუფლების პარტიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
  • ეკა ტყეშელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
  • დავით სიხარულიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
  • ბათუ ქუთელია, აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
  • ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი
  • თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის პროფესორი
  • შოთა ღვინერია, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი

კომენტარები