არჩევნები 2021

ხაზარაძე: მართალი არ ვიქნებოდი, კოალიციაში არ ჩავრთულიყავი და თანაგუნდელები წარმედგინა

ორი დღის წინ გვქონდა რიგითი შეხვედრა, უკვე იგეგმებოდა წარდგენის სცენარი და იმ მომენტში კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ეს მეორე ტური, იმიტომ რომ ქვეყანა სერიოზულ კრიზისშია და ნიკას, როგორც ქალაქის მომავალ მერს და საერთოდ, ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ჭირდება სერიოზული დახმარება და ჩავთვალე, რომ არ ვიქნებოდი მართალი, რომ ჩემი თანაგუნდელები წარმედგინა ჩვენი პარტიიდან კოალიციაში და მე ამისთვის გარედან მეყურებინა და არ ჩავრთულიყავი და უცბად ვუთხარი ნიკას [მელია], ელენეც [ხოშტარია] ესწრებოდა და რამდენიმე ადამიანი, რომ მზად ვარ ამაში ჩავერთო, სხვათაშორის არანაირი პირობა არ გვქონია ჩვენ, არანაირი თანამდებობის გადანაწილება, რაოდენობა და ასე შემდეგ, ეს მოხდა ბუნებრივად და პროფესიონალური ნიშნიდან გამომდინარე - იქ არ თქმულა, რომ ამდენი ლელოელი უნდა იყოს, ან ამდენი ვინმე სხვა, ჩვენ ამას შევხედეთ ძალიან პროფესიონალურად და ეს ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ერთერთი სწორი გზა.

უბრალოდ, ერთადერთი პირობა, თხოვნა დავარქვათ, ასეთი იყო ელენეს მიმართ, ზურა [ჯაფარიძე] არ ესწრებოდა, რომ თუ ელენე და ზურა დათანხმდებოდნენ ამ ნაბიჯს, მე მზად ვიყავი ეს დამედასტურებინა, პოლიტსაბჭოსთან შეთანხმების მერე. ავიღე რამდენიმე საათიანი პაუზა, მეორე დღეს შევხვდი პოლიტსაბჭოს, სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის მხარდაჭერა.

თქვა ტელეკომპანია პირველის ეთერში, ლელოს ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, მამუკა ხაზარაძემ.

გუშინ, 20 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია

კომენტარები