ვაქცინაცია საქართველოში

Astrazeneca-ს II დოზით 1 ნოემბრიდან ვეღარ აიცრებიან, მათ Pfizer-ს, Sinopharm-ს, Sinovac-ს შესთავაზებენ

მოქალაქეები Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით 1 ნოემბრიდან ვეღარ აიცრებიან. დარჩენილ მარაგს ვადა სწორედ 1 ნოემბერს გასდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი, ამ ვაქცინის ყიდვას აღარ აპირებს. 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ვაქცინაციის პორტალზე ასტრაზენეკას 15 424 დოზაა განთავსებული.

მათ, ვინც პირველი დოზით უკვე აცრილია, მეორე დოზის გაკეთება 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. თუ იქამდე არ აიცრებიან, 1 ნოემბრიდან მათ Pfizer-ს, Sinopharm-ს და Sinovac-ს შესთავაზებენ.

ასტრაზენეკას პირველ დოზებზე რეგისტრაცია 5 ოქტომბერს შეჩერდა. 8 ოქტომბერს NCDC-ს დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ "ასტრაზენეკაზე მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს". მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანა აღარ ყიდულობს ასტრაზენეკას და არც დონაციით მიიღებს.

კომენტარები