კორონავირუსი საქართველოში

თამარ გაბუნია: ამ ეტაპზე, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას ვერ ვხედავთ

ჰოსპიტალური სექტორის მზაობას რაც შეეხება და იმას, თუ რამდენად გაწვდება ჰოსპიტალური სექტორი რესურსი მზარდ ინფექციას – დღეს მობილიზებულია 9 ათასამდე საწოლი. ისიც უნდა გავითვალისიწინოთ, რომ ვაქცინირებული თითქმის მილიონი მოქალაქეა, ამ ჯგუფში რომც მოხდეს ინფექციის გავრცელება, იმის ალბათობა, რომ ჰოსპიტალიზება დასჭირდება რომელიმე ვაქცინირებულ მოქალაქეს, არის ძალიან დაბალი. ამიტომ, ეს გვაძლევს საშუალებას, არსებული რესურსი, რაც გვაქვს ჯანდაცვის სექტორში, გავიაროთ ინფექციის მატების პერიოდი. ამდენად, საველე ჰოსპიტლების საჭიროებას, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე საუბრისას.

კომენტარები