კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში – 54%

რატომ გვაქვს შედარებით უფრო მშვიდი სიტუაცია ამ 5 000 შემთხვევის ფონზე აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ არის მეორე. ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. რაც ჩვენ წელს გვქონდა სამიზნედ, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60%-ზე. თბილისი უახლოვდება ამას, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54%-ია ორჯერადად აცრილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა (37%), 30%-ის ფარგლებში არიან. 100 000 მოსახლეზე გადათვლით, თბილისი და აჭარა უკეთეს სიტუაციაში არიან.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები