ქართული ოცნება

კობახიძე: ნაცების ბელადი ციხეშია, უნიკალური შანსი გვაქვს, საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას მათ აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს მოპარული ფულებით კიევიდან და დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეორე იყო ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები, როგორც კი რაღაცა პროცესები მიდიოდა სწორი მიმართულებით წამოყობდა ხოლმე არჩევნების წყალობით თავს ნაციონალური მოძრაობა. 

ახლა მათი ბელადი არის ციხეში, სამი წელი არ იქნება არჩევნები, შესაბამისად, ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა. ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია ოცივე მუნიციპალიტეტში, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი იმისთვის, რომ სრულად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას. 

კომენტარები