საქართველოს საპატრიარქო

მეუფე სპირიდონი: ენმ-ს 50-მილიონიანი დაფინანსება ვთხოვე, დათანხმდნენ, შემდეგ 22.5 მლნ დატოვეს

სააკაშვილს თურქებმა და ამერიკელებმა დაუცაცხანეს, ნუ ეხმარები ეკლესიასო და გააჩერა [დახმარება] მერე ასეთი რამ მოხდა - 25 მლნ რომ გახდა, პატრიარქისგან კურთხევა ავიღე და ვთხოვე უწმინდესს, რომ იქნებ 50 მლნ გახადონ, რომ გამრავლდეს სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები და ბავშვთა სახლები-მეთქი. პატრიარქმა ჯვარი გადამსახა, მერე წავედი ფინანსთა სამინისტროში და ნიკა იყო გილაური, ფინანსთა მინისტრს ვეუბნებოდი - უნდა გახადოთ 50 მლნ, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ვალი გაქვთ ეკლესიის, იმას მილიონები კი არა, მილიარდები არ ეყოფა, რაც კომუნისტებმა და მანამდე რუსებმა მიაყენეს ზარალი ეკლესიას და იმ მიწაზე ახლა თქვენ ხართ. [...] მივედი და ვთხოვე, ასეა და 50 მლნ უნდა გახადოთ-მეთქი. სხვათა შორის, დამჭირდა ბევრი დღეები სიარული, ლაპარაკი და კიო, გავხდითო, მითხეს. ხელი ხელში მივეცით. ვახარე პატრიარქს, გაკეთებულია საქმე-მეთქი. 

კახა ლომაია იყო განათლების მინისტრი და კახა ლომაიამ გაათავისუფლა 40-მდე სკოლის დირექტორი საქართველოში. ეს ატირებული დირექტორები უსამსახუროდ დარჩნენ და პატრიარქთან მივიდნენ, გვიშველე უწმინდესო, ულუკმაპუროდ ვრჩებითო. პატრიარქი ლოცვის შემდეგ გამოვიდა და მამაშვილურად სთხოვა კახა ლომაიას, როგორც ჩემს შვილს, ისე გთხოვ, ეს ხალხი ისევ დააბრუნე, ოჯახები აქვთო. საშინელი რამ მოხდა - პატრიარქმა საღამოს ეს რომ თქვა, მეორე დღეს მე მირეკავს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბიუჯეტს ვინც განაგებს - ახლა ჩვენ აღარ გავქვს ამ 50 მილიონის საშუალება, პირიქით, ძალიან გვიჭირს, 25 მილიონი დარჩება და 2.5 მილიონს კიდევ მოვაკლებთო. ანუ, 22.5 მილიონი დაგვიტოვეს. ნახევარი ჩვენ მოგვაკლეს - ზემო აჭარას და ნახევარი მეუფე დიმიტრის, რეგიონებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს თანხა. პატრიარქმა რომ სთხოვა, გამძვინვარდნენ და თქვეს, როგორ ბედავს, რომ ჩვენს საქმეში ერევაო. დავურეკე პატრიარქს, ძალიან ეწყინა და მკაცრად მითხრა - ეგენი აღარ შეაწუხოო. 

ამბობს სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონი. 

კომენტარები