ვენესუელა

მადუროს თანამოაზრის აშშ-ში ექსტრადიციის გამო მთავრობამ ოპოზიციასთან დიალოგი შეწყვიტა

16 ოქტომბერს ბიზნესმენი ალექს სააბი კაბო-ვერდემ აშშ-ს გადასცა. სააბს ვენესუალეას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად სააბის სასამართლო პროცესი 18 ოქტომბერს ფლორიდაში გაიმართება. დეპარტამენტმა კაბო-ვერდეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სააბის ექსტრადიიც გამო ვენესუელას მთავრობას მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. მთავრობამ აშშ-ს მიერ მხარდაჭერილ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. მოლაპრაკებების მიზანი ქვეყნაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დასრულება იყო.

კაბო-ვერდე საადის აშშ-ში ექსტრადიციას გასულ თვეს დათანხმდა. ვენესუელა აცხადებს, რომ სააბი ვაშინგტონმა გაიტაცა და "დიპლომატის გატაცებას გმობს".

ვენესუელის კონგრესის სპიკერის ხორხე როდრიგესის თქმით, მთავრობის წარმომადგენლები ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს არ დაესწრებიან, რომელიც მექსიკის დედაქალაქში კვირას, 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. როდრიგესის თქმით, ეს სააბის საწყინააღმდეგო აგრესიის პროტესტია. კონგრესის სპიკერი მოლაპარაკებებში სამთავრობო დელეგაციას უძღვებოდა და სააბის დაკავებამდე სურდა, ის მოლაპარაკებებში ჩართულიყო.

კაბო-ვერდეში ალექს სააბის დაკავებას ვენესუელამ შერჩევითი უწოდა და კაბო-ვერდე დაკავებულის წამებაში დაადანაშაულა.

ვენესუელას ოპოზიციის შეფასებით, ალექს სააბი მადუროს პოპულისტური რეჟიმის საეჭვო საქმიანობაში გარეული მთავარი ფიგურაა.

ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს, რომელსაც ქვეყნის გარდამავლ პრეზიდენტად აშშ და 50-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, ალექს სააბის ექსტრადიცია დადებითად შეაფასა.

"ჩვენ ვენესუელელები, რომლებიც წლებია ვუყურებთ სამართლიანობის მიტაცებს, პატივს ვცემთ და მივესალმებით კაბო-ვერდესნაირი დემოკრატიული ქვეყნების სასამართლო სისტემას" - დაწერა გუაიდომ Tweeter-ზე.

სააბის ექსტრადიცია დადებითათ შეფასა კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკე მარკესმა.

"ალექს სააბის ექსტრადიცია მიკოლას მადუროს დიქტატურის მიერ წახალისებული ნარკოვაჭრობის, ფულის გათეთრების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებააა." - დაწერა კოლუმბიის პრეზიდენტმა Tweeter-ზე.

ალექს სააბი კოლუმბის და ვენესუელის მოქალაქეა და ვენესუელის დიპლომატიურ პასპორტს ფლობს. მას და მის ბიზნეს პარტნიორ ალვარო პულიდოს აშშ-ში ვენესუელასთვის გამოყოფილი დახმარების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. გამოძიების თანახმად, მათ ვენესუელადან 350 მილიონი დოლარი გაიტანეს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არსებულ ანგარიშებზე. სააბს და პულიდოს 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სააბს ფულის გათეთრებისთვის 2019 წელს მაიამიში წაუყენეს ბრალი. ის კაბო-ვერდეში 2020 წლის ივნისში დააკავეს.

კომენტარები