კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მოსალოდნელია, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება

ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ ეს რომ ყველამ გავითავისოთ, სერიოზულად უარესდება ეპიდისტუაცია. ყველამ ვატაროთ პირბადე, ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია. ყველამ, შინ და გარეთ ვატაროთ პირბადე. მეორე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას, რა მიზეზითაც ეს არ უნდა იყოს. 

წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ. ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად ძალიან მძიმე ნოემბერი გვექნება. გამაგებინეთ, ვის უნდა სიკვდილიანობის მაღალი რიცხვები? 

მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 17 ოქტომბრის მონაცემებით, COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 581 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.93%-ია

კომენტარები