არჩევნები 2021

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2 ოქტომბრის არჩევნები  კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით შეაჯამეს. 

შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში  და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. 

მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები: 

  • ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლელო
  • ევროპელი სოციალისტები
  • გახარია – საქართველოსთვის
  • თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
  • თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება
  • საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი

ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარდგენილი კანდიდატები: 

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გახარია – საქართველოსთვის
  • თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
  • საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის შესაბამისად, 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები