არჩევნები 2021

ანა დოლიძე არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

პარტია ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ დოლიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პოლიტიკოსის თანახმად, პარტიამ შიდა პარტიული პლებისციტი ჩაატარა და მისი შედეგების გათვალისწინებით, პატივს სცემს მხარდამჭერების თავისუფალ არჩევანს.

"პატივს ვცემთ რა ჩვენი დასაყრდენი ძალის, წევრებისა და მხარდამჭერებია პრინციპებს და მოსაზრებებს, პატივს ვცემთ რა იმ დემოკრატიას რომელიც უნდა ავაშენოთ სახელმწიფოში, ჩვენ, პარტიის მმართველობითმა ორგანომ და მე მისმა თავმჯდომარემ, გადავწყვიტეთ,რომ თავი შევიკავოთ მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან. შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების თავისუფალ არჩევანს, თვითონ გადაწყვიტონ, როგორ, რა ფორმებში და როდის არის წინსვლა და ცვლილება საუკეთესო მათთვის, მათი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ასეთ გონივრულ და ჭკვიანურ არჩევანს გააკეთებს 30 ოქტომბერს." - თქვა დოლიძემ.

საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები