კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ვაქცინაციაზე: რაც ხდება, ანტივაქსერული განწყობების გათვალისწინებითაც აუხსნელია

ერთადერთი საკითხია, სადაც ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. საქართველოში ხდება სრულიად აუხსნელი რამ, ძალიან ბევრია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში. როცა ასეთი დიდი ალბათობაა სიკვდილობის მატების და ახალი შემთხვევები მკვეთრად იზრდება, შეიძლება, გადავაჭარბოთ მე-4 ტალღას, ყველა პირობაა შექმნილი ვაქცინაციისთვის და აცრილთა რაოდენობა დღეში მერყეობს 4 000-დან 6 000-მდე. ეს არის სრულაიდ აუხსნელი რამ საქართველოს მოსახლეობის ანტივაქსერული განწყობის გათვალისწინებითაც კი. 

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა. დღიურად აცრილთა რაოდენობა 6 673-ია. სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა. 

კომენტარები