არჩევნები 2021

კალაძე: დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ბოროტებას

ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული [თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური], მათ შორის შეიძლება ითქვას ანალიზის გაკეთების შემდეგ, რომ გიორგი გახარიას ხმები, რომლებიც მიიღო, რომ არა მისი კანდიდატურა, ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ხმები, თუმცა წინ მეორე ტურია, მე დარწმუნებული ვარ მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას ნაციონალურ მოძრაობას, არასდროს მისცემს ხმას წარსულს, არასდროს მისცემს ხმას ბოროტებას და ძალიან კარგად ხედავენ რეალურად, თუ რისი არჩევა გვიწევს, რას და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება.

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

30 ოქტომბერს, თბილისში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები