ქართული ოცნება კვლავ სამარცხვინო მცდელობაშია, როდესაც თვალს იბრმავებს და თეთრზე ამბობს, რომ შავია. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა ქართული ოცნებისგან არაერთხელ მოვსწრებივართ ფაქტების უტიფარ უარყოფას. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა. ამ ცვლილებების ყველაზე რეალური გზა არჩევნებზე გადის. წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი უახლოეს პერიოდში, ეს არის მეორე ტურის არჩევნები, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, ყველგან უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
არჩევნები 2021
ბობოხიძე: გუშინდელმა აჩვენა – რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში გამარჯვება უალტერნატივოა
tbl.ge/5q5x
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი აკაკი ბობოხიძე.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ