საქართველო-რუსეთი

საგარეო: სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე

სირცხვილია

"საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა". - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ინიციატივას  საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის საზღვრების დელიმიტაციის დაწყების შესახებ.

2021 წლის 13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება: პირველ რიგში, რუსეთი საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა მათი შემდგომი დემარკაციით.

გარდა ამისა, რუსული მხარე ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს, ფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმების ხელმოწერაზე ფოკუსირება. ამის ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს "დასავლეთის მხრიდან თბილისის ნატოში ჩათრევის აქტიურ ძალისხმევას".

რუსეთმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მხრიდან ისეთ საერთაშორისო ფორმატებში მონაწილეობაზე, რომლებშიც არ არიან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

კომენტარები