Squid Game

SQUID GAME ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა

Polygon

Squid Game სტრიმინგის სერვის Netflix-ის ისტორიაში ყველაზე ნახვადი სერიალი გახდა. გამოსვლიდან 28 დღეში სამხრეთკორეულმა დრამამ 111 მილიონი ნახვა მოაგროვა.

აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი კოსტუმირებულ სერიალ Bridgerton-ს ჰქონდა, რომელსაც პირველ თვეს 82 მილიონმა ადამიანმა უყურა. Netflix-ის ნახვების რაოდენობა მაყურებელთათვის ხელმისაწვდომი არ არის, მონაცემებს პერიოდულად კომპანიის ხელმძღვანელობა ასაჯაროებს. ნებისმიერი პროდუქტის მინიმუმ ორი წუთით ჩათვლა ერთ ნახვად ითვლება. 

Squid Game გამოსვლიდან ცოტა ხანში ნამდვილი სენსაცია გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. სერიალმა სოციალური ქსელები დაიპყრო და ათასობით მიმის ინსპირაციის წყარო, ასევე წლევანდელი ჰელოუინის კოსტიუმების ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორი გახდა. Squid Game-ის პატივსაცემად მსოფლიოს მრავალ ქალაქში თემატური მაღაზიები გაიხსნა.

კომენტარები