მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წულუკიანი სააკაშვილზე: ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არაა, სისტემა მოწოდების სიმაღლეზეა

არავითარი ჯანმრთელობის გაუარესების რეალური რისკი არ არსებობს, მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს, იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე. შესაბამისად, ოჯახი ნერვიულობს, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება, თანამებრძოლები ნერვიულობენ, ეს ბუნებრივია და სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი, ეს სასჯელი არის რამდენიმეწლიანი და, რა თქმა უნდა, ის წლები, რომელსაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული. 

ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, როდერსაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია ამ შიმშილობის გარეშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება გადაწყვეტილების მიღება პატიმრის მხრიდან, რომ განაახლოს კვება.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალაგზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე. ადვოკატებისა და ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.  მათივე ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 

კომენტარები