არჩევნები 2021

გალერი: რატომ ხდება, რომ ის, ვინც ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციაში არ მონაწილეობს, სუსტია?

მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული საქმის მიღმა, მე ვისურვებდი, რომ მსგავსი პოლიტიკური დაპირისპირებები პოლიტიკურად წყდებოდეს და არ გადადიოდეს სასამართლო სფეროში. ეს გვინახავს სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად, იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოს შემთხვევაში. სხვა მაგალითებიც არსებობს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკურად უნდა გადაიჭრას. არ შევალ დეტალებში, ცუდად იქცეოდა თუ არა სააკაშვილი, როცა ხელისუფლებაში იყო. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის, თუმცა ამ ვითარებაში მე ვისურვებდი ვითარება ისე დალაგდეს, რომ სხვადასხვა პარტიას მიეცეთ საშუალება ერთად უკეთ იმუშაონ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ქართველები პოლიტიკური ატმოსფეროთი დაღლილები არიან. მე რომ საქართველოს მოქალაქე ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი, რატომ უნდა მივცე ამ დაპირისპირებულ მხარეებს ხმა და რატომაა, რომ ისინი, ვინც ამაში არ მონაწილეობენ და პრობლემებზე ფოკუსირდებიან, სუსტები არიან ქართულ პოლიტიკურ ველზე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველა მხარე უფრო ფოკუსირდება საკითხებზე და პრობლემებზე, მოქალაქეებისთვის იმუშავებენ და არა მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

ამბობს ევროპარლამენტარი და 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. [ამერიკის ხმის თარგმანი]

კომენტარები