რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთში ხნულები განაახლეს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი 

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთში ხნულები განაახლეს. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე არსებული ხნულები განაახლეს და ახლები არ გავლებულა.

"გიდასტურებთ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა არსებული ე.წ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის განახლება და ახალი არ გავლებულა. ცხადია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია". – ამბობენ სუს-ში.

კომენტარები