არჩევნები 2021

ბოკერია: II ტურში ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ივანიშვილის რეჟიმის მორღვევის საფუძველს შექმნის

ჩვენ გვქონდა შეკრება იმერეთის ყველა რაიონის ლიდერებთან მეორე ტურის წინ, ჩვენი ამოცანა არის მათშორის სატირული პოსტერების მეშვეობითაც, პირდაპირი კომუნიკაციით ჩვენს 30 000 მხარდამჭერს და მათ ვინც ახლოს არის ჩვენს შეხედულებებთან ვუთხრათ, რომ მეორე ტურებზე მისვლა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის მათი ფუნდამენტური ინტერესი, არა მათი ვინც მეორე ტურშია მხოლოდ, ნებისმიერ დიდ ქალაქში მარცხი ივანიშვილის რეჟიმის იქნება ისეთი ბზარი, რომელიც მოგვცემს საყრდენს, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას და მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები.

ეს არის ის ამოცანა რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ თუ იქნება მაღალი აქტივობა მეორე ტურში, ცხოველების ფერმა არის ის სახე, რისკენაც მიყავს ივანიშვილს ქვეყანა, თვითონაც თქვა, რომ ეს ნაწარმოები იყო მისთვის შთაგონების წყარო, ეს უნდა შევახსენოთ მას ყველანაირი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვითონ უნდა ქონდეთ შანსი თავად განსაზღვრავდნენ საკუთარ მომავალს და მიისწრაფოდნენ საკუთარი ბედნიერებისკენ, მეორე ტურებში გასული ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის მიცემა არის საკუთარი მომავლისთვის ხმის მიცემა და არა მხოლოდ პარტიებისთვის, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის მორღვევის ლეგიტიმური საფუძვლის შექმნა. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ქუთაისში, იმერეთში რეგიონალურ გუნთთან საუბრისას. 

კომენტარები